სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ირაკლი კაკაბაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის შესახებ ვბრძანებ:
1.,,კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-5 სემესტრის დოქტორანტ ირაკლი კაკაბაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 6 თებერვალს, 15:00 საათზე;
2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს II კორპუსში, N235 აუდიტორიაში;
3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- რევაზ ჯორბენაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი;
- ზურაბ აბაშიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
- თეონა მატარაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
- ვახტანგ მაისაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების მოწვეული ლექტორი;
- რამაზ საყვარელიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.